კახა ოქრიაშვილი: საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება – აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს

ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას – ამის შესახებ პარტია “პროგრესი და თავისუფლება”-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. “რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი: საერთაშორისო იზოლაციას. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას. აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს” – აცხადებს ოქრიაშვილი.